„ქართული ოცნება" პიარში ყოველთვის სუსტი იყო", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პოლიტიკის დროში" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შეიცვალა და ხელისუფლება დასტაბილურდა, ბოლო კვარტალში იყო 7%-იანი ზრდა და ახლა დაგეგმილია 5%-იანი ზრდა.
"გარდა იმისა, რომ ეკონომიკის წამოწევა ნელა ხდება და ამას მეტი იმპულსი სჭირდება და ახლა ბიუჯეტში ვხედავ ძალიან სანტერესო თემებს ამ მიმართულებით, არის მეორე თემაც: ჩვენ ყოველთვის ვიყავით სუსტი პიარში. ჩვენი ორიენტირი იყო პოლიტიკურად აღებული, რომ არ დაიხარჯოს დრო რეკლამაზე, არამედ დაიხარჯოს საქმეზე, ეს სუსტი მხარეა ერთმნიშვნელოვნად", - განაცხადა პრეზიდენტმა.