6 ივნისს საფრანგეთში საზეიმო ღონისძიებებზე პრინცი ჩარლზისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა დაგეგმილი. ამავდროულად, ჩარლზმა კანადაში თავისი ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეარადა.
საუბარში რუსეთის პოლიტიკის კომენტირებისას უკრაინისა და ყირიმის ანექსიასთან მიმართებაში უელსის პრინცმა აღნიშნა: „და ახლა პუტინი აკეთებს იმავეს რასაც ჰიტლერი აკეთებდა".
„მერილინ ფერგიუსონმა რომელიც კანადის მუზეუმში ჩარლზისათვის ექსკურსიას ატარებდა დაადასტურა, რომ პრონცმა მას ამგვარი ფრაზა მართლა უთხრა",_ წერს „ბი-ბი-სი".
„მან მკითხა თუ როდის ჩამოვედი მე კანადაში. ვუთხარი, რომ 1839 წელს. მან ისროლა ფრაზა, რომ ახლა პუტინი რაღაც რაღაცეებს ისევე აკეთებს, როგორც ამას ადრე ჰიტლერი აკეთებდა. მე პრინცს დავეთანხმე",_ განაცხადა ფერგიუსონმა.
ჩარლზის პრესსამსახურში კი „Daily Mail"-ს უპასუხეს, რომ ისინი პრინცის კერძო საუბრებზე კომენტარს არ გააკეთებენ.