დღეს, 21 მაისს, 16:00 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. შეხვედრას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაესწრება.
20-25 მაისი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში რუსი ტუროპერატორებისა და ჟურნალისტებისათვის საინფორმაციო და პრესტური ეწყობა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს რუსეთიდან 12 კაციანი ჯგუფი ეწვია.
21 მაისს, სტუმრები თბილისის ისტორიულ ნაწილს დაათვალიერებენ, ეწვევიან აბანოთუბანს, ნარიყალას, შარდენის ქუჩას.
22 მაისს, სტუმრები გაემგავრებიან მცხეთაში, ეწვევიან სვეტიცხოველს, ჯვრის მონასტერს, ესტუმრებიან უფლისციხეს და გაემგზავრებიან ბათუმში.
23 მაისს, სტუმრები ეწვევიან გონიოს ციხეს, დაათვალიერებენ ბათუმის სასტუმროებს.
24 მაისს, სტუმრები გაემგზავრებიან ქუთაისში, დაათვალიერებენ ბაგრატის ტაძარს, გელათის სამონატრო კომპლექსს, პრომეთეს მღვიეს და ეწვევიან წყალტუბოს.
მასალის გამოყენების პირობები