საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის დღესასწაულები შესაძლოა უახლოეს მომავალში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდეს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანამ მანჯგალაძემ გააჟღერა.
"პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველო მრავალეთნიკური მოსახლებით მდიდარია, რომლებსაც მრავალ საუკუნოვანი თანაცხოვრებისას კულტურა და ტრადიციები შეისისხლხორცა. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობის დღესასწაულის მსგავსად, პრეზიდენტი სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფების დღესასწაულებიც ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდეს",- აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს აზერბაიჯანული მოსახლეობის დღესასწაული "ბარამობა" ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.