უკრაინაში რუსული ტელეარხის „LifeNews"-ის დაკავებულმა ჟურნალისტებმა აღიარეს, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჟურნალისტურ საქმიანობას არ ახორციელებდდნენ.
„ისინი ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხეს. მათ აღიარეს, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე, როგორც ჟურნალისტები ისე არ შემოსულან. მათ არც ჟურნალისტის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონიათ და საზღვარზე თქვეს, რომ რაღაც კონცერტის სანახავად მიდიოდნენ",_ განაცხადა უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ოსტაპენკომ.
მისივე განცხადებით, დაკავებულების ნამდვილი მიზანი იყო ტერორისტების თანხკება და მათი საქმიანობის გაშუქება.
„ისინი ყველაფერ ამას აღიარებენ, მათ საგამოძიებო მასალებს ხელი მოაწერეს. ამჟამად ისინი დაკავებულნი არიან და ახლა მათთან გამომძიებელი მუშაობს",_ განაცხადა ოსტაპენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები მარატ საიჩენკო და ოლეგ სიდიაკინი 18 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკთან ახლოს დააკავეს.