პარლამენტარი თინა ხიდაშელი საარჩევნო კანონმდებლობასთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს არ იზიარებს.
როგორც ხიდაშელმა ჟაურნალსიტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო კოდექსში იმდენი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რაც ერთი საარჩევნო ციკლის ფარგლებში არასდროს მომხდარა და საბედნიეროდ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაინახა, ვინც ამ თემაზე მუშაობს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
საანგარიშო პერიოდში, საია-ს მონიტორების მიერ საჯარო მოხელეთა მხრიდან აგიტაციის წესების დარღვევის სამი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - ერთი, ამომრჩევლის მოსყიდვის - ერთი, საარჩევნო პროცესებთან სავარაუდოდ დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი დევნის - 7, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეფარდების - 18, ფიზიკური ანგარიშსწორების - 1 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 9 ფაქტი დაფიქსირდა.