უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ რუსული არხები აკრძალული „ 25-ე კადრის" ტექნილოგოიებს იყენებენ, იმისათვის რათა მაყურებელზე ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ. განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის უფროსმა მარინა ოსტაპენკომ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო ორი თვის განმავლობაში სწავლობდა იმ ვიდეომასალას, რომელსაც რუსული ტელეარხები იყენებენ და აღმოაჩინა, რომ მათში არის საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული და აუდიტორიაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მომხდენი „25-ე კადრის" გამოყეების ფაქტები.
ბრიფინგზე მოხდა დემონსტრირება ტელეარხ „როსია 24" ის მიერ ტრანსლირებული ახალი ამბების გამოშვების დემონსტრირება, რომელშიც გამოყენებულია ეს „25-ე კადრი".
კერძოდ, მთელი ახალი ამბების გამოშვების განმავლობაში, რომელიც ოდესაში 2 მაისს მომხდარ ამებებს მიეძღვნა, ეკრანის კუთხეში ჩნდება ძნელად შესამჩნევი წარწერები შემდეგ შინაარსის: „ხანძარი „პრავი სექტორმა" გააჩინა". „ადამიანებს კლავენ ბანდეროვცები", „ნაცგვარდია მკვლელებია".
ამას გარდა, უშიშროების საბჭომ ასევე განაცხადა, რომ რუსული ტელეარხები მაყურებლზე ზემოქმედების სხვა მეთოდებსაც იყენებენ, კერძოდ, ნახევრადსიმართლეს ავრცელებენ, ეყრდნობიან რა გარკვეულ გასაუდუმლოებელ წყაროებს და აჩვენებენ დეტალიზირებულ სცენებს მკვლელობებისა და ძალადობისა, ცდილობენ ემოციურად იქონიონ გავლენა მაყურებელზე.