საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი 21 მაისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოინახულებს.
11:00 საათზე, სომხეთის დელეგაცია სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) ეკლესიას ეწვევა.
11:45 საათზე სტუმრები სურბ ნიშნის (წმინდა ნიშანი) ეკლესიას მოინახულებენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სტუმრებს ჩატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს. სურბ ნიშნის ეკლესიის რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი წელს დასრულდა. გამაგრდა საძირკველი, რის შედეგადაც, ძეგლის ნგრევის საშიშროება აღარ არსებობს.
12:30 საათზე სტუმრები სომხურ თეატრს მოინახულებენ, შეხვდებიან თეატრის დასს და სომხურ ინტელიგენციას.
13:30 საათზე სომხეთის დელეგაცია გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს და მე-19 საუკუნის მეგრულ სახლს, მის კარმიდამოსა და ერთ-ერთი ოჯახის ყოფა-ცხოვრების გაცოცხლებულ ისტორიას გაეცნობა. სტუმრები ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხაჩკარების ახალ ექსპოზიციასაც მოინახულებენ.