რუსული ჯარი უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას რამდენიმე დღეში დატოვებს. განცხადება ამის შესახებ „ბი-ბი-სი" სთან საუბარში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, „პროცესი, პრეზიდენტსი ბრძანების გაცემისთანავე დაიწყო".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი რუსული ჯარის გაყვანის ნიშნების არარსებობის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, პენტაგონმა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.