29 მაისიდან, საქართველოს კინოთეატრებში ქართული მხატვრული ფილმი "ტაქსი" იქნება წარმოდგენილი. ფილმი კომედიური ჟანრისაა და მოვლენები თბილისში ვითარდება.
ფილმის სცენარისტი და პროდიუსერია მიშა მშვილდაძე. მონაწილეობენ მსახიობები: ვანიკო თარხნიშვილი, მარინა ჯანაშია, ნინო გაჩეჩილაძე, ია ფარულავა, კოტე თოლორდავა და კაბუ.
ფილმში თეატრის მსახიობი ბაკური, შეყვარებულის კონცერტზე დასაპატიჟებელი ფულის მოსაგროვებლად, გადაწყვეტს ერთი კვირით წაიტაქსაოს. ასე იწყება შეხვედრები უამრავ, უცნობ ადამიანთან თბილისის ქუჩებში.