21 მაისს „მეღვინეობა ხარება" ტურისტულ კომპლექს გვირაბში საერთაშორისო ART ფესტივალ - Paint For Georgia-ს მონაწილეებს უმასპინძლებს. ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული პროფესიონალი მხატვრები ღვინისა და ვენახის თემაზე შექმნიან ნამუშევრებს.
ღონისძიების პარალელურად მოეწყობა „მეღვიეობა ხრებას" სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების პრეზენტაცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგმოვნონ კომპანიის მიერ წარმოებული ღვინობი, გამოაცხონ პური, შეწვან მწვადი, ამოავლონ ჩურჩხელა, გამოხადონ არაყი და ა.შ.
საერთაშორისო ART ფესტივალი - Paint For Georgia ყოველლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია Voice From Georgia-ს ორგანიზებით ტარდება. წელს 14 -28 მაისს იმართება და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.
დასკვნითი ღონისძიებები - გამოფენები გაიმართება 26 მაისს, მცხეთაში - სვეტიცხოვლის
მიმდებარე ტერიტორიაზე ; 27 მაისს თბილისში - გუდიაშვილის სკვერში.
13 დღის განმავლობაში, ფესტივალის მრავალ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე
მხატვრები: ნატალია ზალოჟნაია, ვიქტორია კრუპსკაია (ბოლორუსი); ნატალია სიუზევა
(რუსეთი), სინდი მერსკი (კანადა); ნავარ ჰაიდარი, ფავაზ არნაუტი (სირია); გიორგი
ტაბლიაშვილი (საქართველო) შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს დიდი ზომის პლანშეტებზე.