წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რძის წარმოება 4.9 პროცენტით გაიზარდა და 107.2 მლნ. ლიტრი შეადგინა. ხორცის წარმოება 7.0 ათასი ტონა იყო, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.
2014 წლის I კვარტალში კვერცხის წარმოებამ 120.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე კვარტალის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით ნაკლებია.