საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ნავანეთემ პილეის შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მაია ფანჯიკიძემ ნავანეთემ პილეის ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და გააცნო ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
მასალის გამოყენების პირობები