,,ექსპო-ჯორჯიაში" სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია მიმდინარეობს.
პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას.
პროგრამის განმახორციელებელია ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავი ქონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: პირველი კომპონენტი_ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა, მეორე კომპონენტი_ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა: მესამე კომპონენტი_საკონსულტაციო მომსახურეობა.
პროგრამის ფარგლებში სამივე კომპონენტი მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთდროულად ასევე ცალ-ცალკე.
პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი. უფრო კონკრეტულად კი პროგრამის დარგებია:
ქაღალდისა და მუყაოს წარმოება: მათ შორის შესაფუთი მასალები.
სამშენებლო მასალების წარმოება: მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები.
საფეიქრო წარმოაბა: მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილები და ნართი.
ქიმიური წარმოება: მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები.
ხის გადამუშავება: მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ.
ელექტრომოწყობილობების წარმოება: მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი.
ფარმაცევტული წარმოება: მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები.
მანქანათმშენებლობა: მათ შორის სათადარიგო ნაწილები.
რეზინისა და პლასმასის წარმოება: მათ შორის მილები, მილაკები, პროფილები, საკანცელარიო ნაწარმი.
ლითონის მზა ნაწარმი: მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი.
პროგრამის ფარგლებში, ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება. მათ შორის მეხილეობა-მებოსტნეობა, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის განვითარება, მესაქონლეობის ფერმების, მეფრინველეობის ფაბრიკების, მატყლისა და ტყავის დამუშავება, დაფნის, თამბაქოსა და ჩაის მოყვანა გადამუშავება, კაკლის, თხლის მოყვანა გადამუშავება, ბოსტნეულისა და ციტრუსის გადამუშავება,
პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდება მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა ანალიზს, მეწარმებიის გამოკითხვასა და ექსპერტების ჩართულობას.
პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია, აქედან სასოფლო-პროდუქციის წარმოება გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მილიონი ლარი, ხოლო ინდუსტრიული პროგრამის წარმოებაზე, 16 მილიონი ლარი.