საქართველოს შს სამინიტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილების შესახებ შესული შეტყობინება ფალიაშვილის 33 ა-ში ცრუ აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით ასევე ცრუ აღმოჩნდა შეტყობინებინება 55 სკოლაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ.
შს სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დანარჩენ ორ ადგილზე მე-2 საჯარო სკოლაში და ილიას უნივერსიტეტში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„ გამნაღმველებმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს მუშაობა. დანარჩენ ორ ადგილზე მე-2 საჯარო სკოლაში და ილიას უნივერსიტეტში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები",_ აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები