თბილისის მე-2 საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს მიზეზი ,,112-"-ში შესული შეტყობინება გახდა სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ.
,,მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს", _აცხადებენ შსს-ში.