საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკური დახმარების თხოვნით პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საკითხში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრთან არსებული კრიზისების საბჭო. სამაშველო ოპერაციას შს მინისტრი უშუალოდ ხელმძღვანელობს. როგორც ჩემთვის არის ის ცნობილი, რუსეთისგან იყო შემოთავაზება ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ. ამის გამო, საქართველოს პრემიერმა მადლიერებაც გამოხატა. ამ საკითხს უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კრიზების საბჭო კურირებენ. თუკი რაიმე იქნება საჭირო, ჩვენ ყველა პარტნიორ ქვეყანას მივმართავთ ტექნიკური დახმარებისთვის. ამ პერიოდისთვის, ჩემთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე არის დამატებით საჭირო", -განაცხადა ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.