ყირიმელმა თათრებმა დეპორტაციის 70 წლისთავი აღნიშნეს. „ბი-ბი-სის" კორესპოდენტის ინფორმაციით, ყირიმელი თათრების სამგლოვიარო მიტინგის თავზე რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები ფრენდნენ. ყირიმის ე.წ ხელისუფლებამ მასობრივი აქციების ჩატარება აკრძალა, თუმცა მცირე აქციების ჩატარების ნება მისცა.
მიტინგზე მიღებულ იქნა რეზოლუცია ყირიმის სტატუსის შეცვლის შესახებ. მიტინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კუნძული უნდა გახდეს ნაციონალურ-ტერიტორიული ავტონომია, რომელშიც გარანტირებული იქნება ყირიმელი თათრების უფლებების აღდგენა.
მიტინგზე ასევე მოითხოვეს ყირიმელი თათრების მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციული და რეპრესიული ქმედებების შეწყვეტა და ყირიმელი თათრების ლიდერის მუსტაფა ჯემილევის ყირიმში შესვლის აკრძალვას ცინიზმისა და არაადამიანურობის ხმამაღალი აქტი უწოდეს.