დღეს, 23 მარტს, პრაიმერის ინიციატორი პარტიების ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, მიტინგზე რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერდება, მათ შორის არჩევნებზე 50 %-იანი ბარიერის დაწესებისა და საარჩევნო კომისიებში პარიტეტის შესახებ.
პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები აქციაზე ასევე მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემასაც მოითხოვენ.
აქცია პარლამენტის შენობის წინ 17:00 საათზე დაიწყება