გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დაკავშირებით, აქცია "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" განახლდა.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გამწვანების ყველაზე მასშტაბური აქციის განახლების შესახებ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, "თბილისის ქუჩებში ისევ გამოჩნდება ნერგებით დატვირთული სპეციალური მანქანა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა სახეობის (იფანი, ნეკერჩხალი, საპნის ხე, შავი ფიჭვი, თრიმლი, ველური ნუში, ფშატი) ნერგებით უსასყიდლოდ მოამარაგებს".
"მწვანე მანქანა თბილისის ქუჩებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე ერთი თვის განმავლობაში იმოძრავებს", - განმარტა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე სამინისტრომ უკვე განახორციელა გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში 300 ათასზე მეტი ნერგი დაირგო. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თითოეულმა ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს. მოსახლეობას აქციის შესახებ ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 070 24 -საათიან რეჟიმში შეეძლებათ.