დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში მე-11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალურ მდივანს, პროფესორს,
ჰენრი კუპრაშვილს.
როგორც ჯი-ეიჩ-ენს" თავად ჰენრი კუპრაშვილმა განუცხადა, მასზე თავდასხმა მის ავტოფარეხთან მოხდა.
„ავტოფარეხთან თავს დამესხა 7 ადამიანი. ერთმა დამიჭირა, სხვები მირტყამდნენ. მიღებული მაქვს სხვადასხვა დაზიანება",- განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კუპრაშვილმა.
ჰენრი კუპრაშვილი ამჟამად გადაყვანილია ქირურგიის ერონულ ცენტრში სადაც კვლევა უტრადება. დაზიანება მიღებული აქვს თავის არეშიც.
თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა როგორც კუპრაშვილი აცხადებს, თავდასხმა, სავარაუდოდ მის პოზიციას უკავშირდება -ქალაქში „ნარკომანების და კრიმინალების მომრავლებასთან დაკავშირებით".
მისივე თქმით, ამ ადამიანების ქცევა უკვე ზღვარს გადადის და პოლიცია მათ მიმართ ლოიალურია.