საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დარიალის ხეობაში იმყოფება ამის შესახებ სააგენტო „ჯი-ეჩ-ენს" შსს პრესამსახურში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძე ადგილზე უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.
სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შსს-ს სამაშველო სამსახურებმა დარიალის ხეობაში მეწყერის შედეგად გვირაბში მოყოლილი 15-მდე ადამიანი გამოიყვანეს. ამჟამად ადგილზე სამუშაოები გრძელდება.