აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობისათვის დამატებითი სანქციებით დაემუქრა. განცხადება ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.
"რუსეთი კიდევ განიცდის დანაკარგებს თუ იგი გააგრძელებს თავის დესტაბილიზაციურ ქმედებებს",_ განაცხადა ობამამ და უკრაინის ხელისუფლება შეაქო იმისათვის, რომ ის ქვეყნის გაერთიანებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით ცდილობს.
აშშ-მ, „დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა და ევროკავშირმა უკვე მოილაპარაკეს, რომ თუ მოსკოვს უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა ექნება სანქციების მესამე ეტაპი ამოქმედდება.