აჭარას თურქი ბიზნესმენები სტუმრობენ. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, პალატაში უკვე შედგა რეგიონის ბიზნესმენების შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეს 16 კაციან ბიზნეს დელეგაციასთან.
დელეგაციის წევრები წარმოდგენენ ტურიზმის, მშენებლობის, საავტომობილო, კვების პროდუქტებისა და ხალიჩების წარმოების სფეროდან.
შეგახსენებთ, რომ დუზჯესა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს. შეხვედრაზე განხილულ იქნა აჭარის რეგიონსა და ქალაქ დუზჯეს შორის ახალი, ერთობლივი პროექტებისა და ბიზნეს წინადადებების განხორციელება. ასევე, შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება აჭარისა და დუზჯეს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის დამეგობრებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.