სლავიანსკელი სეპარატისტები ტერორისტული დაჯგუფებების ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი საცეცხლე წერტილებს ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ ბინებში აწყობენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ბოევიკები საცეცხლე წერტილებს ადგილობრივი მცხოვრებლების ბინებში აწყობენ და ცდილობენ ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები პროვოკაციები წამოაგონ, რათა მათ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნან, რამაც შესაძლოა მშვიდობიან მცხოვრებლებს შორის მსხვერპლი გამოიწვიოს",_ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამას გარდა, თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ სეპარატისტები აქტიური პროპაგანდას ეწევიან მოსახლეობას შორის და ავრცელებენ ინფორმაციას ე.წ. „შეტევის" დაწყების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სინამდვილეში სამხედროები ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მთლიანად აკონტროლებენ ტერიტორიას სლავიანსკის ირგვლივ. ქალაქი ყველა მხრიდან საგუშაგოებით არის გარშემორტყმული. თავად ქალაქსა და იქ მდებარე ადმინისტრაციულ შენობებს კი სეპარატისტები აკონტროლებენ. ისინი ასევე აკონტროლებენ 27 ბარიკადასა და საგუშაგოს.