დღეს დილით დაახლოებით 10 საათისთვის, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ავარიული ჯგუფები უკვე მობილიზებულია ადგილზე, უპირველეს ყოვლისა მიმდინარეობს მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გაწმენდა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ავარიის მოცულობის შეფასება. აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში.
წინასწარი ინფორმაციით დამეწყრილ ზონაში მოყოლილია ავტომანქანები, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამინისტროების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები. სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები