ჯგუფ „საინფორმაცოი წინააღმდეგობის" ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის განმავლობაში უკვე დაღუპულია 24 უკრაინელი სამხედრო და დაჭრილი 70. ჯგუფის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი შეადგენს 16 ადამიანს, უშიშროების საბჭოს 3 ადამიანს, ნაციონალური გვარდიის 5 ადამიანს.
დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს, რომ იმის გამო, რომ ჯგუფი „საინფორმაციო წინააღმდეგობა" ოფიციალური სტრუქტურა არ არის, მოსალოდნელია, რომ გმირების ნუსხა შესაბამისი ორგანოების მიერ დაზუსტდება.
„უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ამომწურავი და ობიექტური ინფრმაციის მიწოდება ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა მათ წინაშე ვინც თავისი სიცოცხლე უკრაინას შესწირა",_ აცხადებს ტიმჩუკი.