ბრიტანეთის პრინცი ჰარი, რომელიც ამ დღეებში ესტონეთში ვიზიტით იმყოფება ნატოს ყველაზე მსხვილ სწავლებებს მოინახულებს, რომლებშიც 100 ბრიტანელი სამხედრო მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრინც ჰარის ესტონეთში სტუმრობა განიხილება როგორც დასავლეთის მხარდაჭერა ბალტიის ქვეყნებისადმი რუსეთის გააქტიურებული ქმედებების ფონზე.
პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის ყოფნის გამო.