მიუხედავად აკრძალვებისა მასობრივი აქციებს ჩატარების შესახებ, ყირიმელი თათრები 18 მაისს დეპორტაციის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგის მოწყობას მაინც აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის რეფატ ჩუბაროვის განცხადებით, 23 წლის განმავლობაში მასობრივი ღინისძიებები ამ დღეს პირველად აკრძალეს და ხალხი ამით უკიდურესად უკმაყოფილოა.
„აქ 22 რეგიონია, თითოეულ მათგანში არის ხსოვნის ადგილები და ყირიმელ თათრებს არ აქვთ უფლება 17 და 18 მაისს იქ მივიდნენ? არ ვიცი ვინ უნდა იყო რომ შედეგებზე არ იფიქრო, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ. ეს იმის ტოლფასია, რომ გითხრათ არ წახვიდეთ თქვენს წმინდა ადგილებში, თქვენს მიცვალებულებთან. როგორ მოიქცეოდით თქვენ?", - აცხადებს ჩუბაროვი.