საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის აზრით, გამოძიებას აქვს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ე.წ. "ცოცხების" კადრები დადგმულია.
როგორც პარლამენტარმა ტელეგადაცემა "აქცენტში" განაცხადა, თუ გამოძიებას ეს ჩანაწერი არ გააჩნია, "ნაციონალური მოძრაობა" ამის მოპოვებას მოახერხებს. მისივე განმარტებით, ცნობილ ციხის სკანდალში კარანტინის კადრები რეალურია, თუმცა, გამოძიება ამ საკითხზე არ ჩატარებულა.
"ცოცხების კადრები დადგმულია და ამას ის ადამიანებიც ამბობენ, ვინც ამ კადრებში მონაწილეობს. თუ არ ვცდები, თავად ბედუკაძემაც აღიარა და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. იმედი მაქვს, რომ გამოძიებას ეს კადრები ექნება, ან ჩვენ მოვიპოვებთ.", -განაცხადა, ბარამიძემ
მისი თქმით, კარანტინის კადრები, რაც ფართო საზოგადოებამ ნახა, უმძიმესი იყო და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ გაუგებარია, ამ საკითხზე გამოძიება რატომ არ ჩატარდა.