24-27 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით VIII შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და TBC Status მხარდაჭერის შედეგად ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულია. როგორც პრესკონფერენციაზე კომპანია „ისთერნ პრომოუშენის" გენერალურმა დირექტორმა მიშა გიორგაძემ განაცხადა, „კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და TBC Status ერთობლივმა მხარდაჭერამ მოგვცა იმის საშუალება, რომ პროგრამა არის განსაკუთრებული, ასევე ამ გარემოებამ მოგვცა საშუალება, რომ აღდგა ტრადიცია უფასო კონცერტების ჩატარების ბათუმში. კონცერტები ჩატარდება 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის კორტებზე".
ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი „MEN IN BRASS" სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.
ჯაზ-ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები შემადგენლობა შემდეგია: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT).
2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება. ბილეტები იყიდება დღეიდან ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE.
ფესტივალის წარმდგენია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status.
მხარდამჭერები: აჭარის კულტურის სამინისტრო,ბათუმის მერია,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი,კავკასუს ონლაინი, საუნდსითი.
ფესტივალის ორგანიზატორია:კომპანია „ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions).