დონეცკის ოლქის ქალაქ იზიუმში ტერორისტები ანტიტერორისტული ძალების ბაზას დაესხნენ თავს. ბაზაზე უკრაინის შინაგანი ჯარების სამხედროები იმყოფებოდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ორი უკრაინელი სამხედრო.
მოკლულია ერთი ტერორისტი, დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.