დონეცკელმა სეპარატისტებმა თავისი ე.წ. რესპუბლიკის „კონსტიტუცია" მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ე.წ. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული „კონსტიტუცია" ამ თვითგამოცხადებულ წარმონაქმს „საპარლამენტო რესპუბლიკად" აცხადებს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო -რესპუბლიკის პარლამენტი, მუდმივმოქმედი უმაღლესი და ერთადერთი ორგანოა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში",_ ნათქვამია „კონსტიტუციაში".
ამას გარდა, ამ ე.წ. კონსტიტუციით გათვალისწინებულია ამ ე.წ. რესპუბლიკის მიერთება სხვა ფედერაციულ სახელმწიფოსთან.