ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარული და პროპორციული სიები წარადგინა საარჩევნო ბლოკმა "ქართული ოცნება".
მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბლოკს ყველა შესაბამის ოლქში შერჩეული ჰყავს.
საარჩევნო სიის პირველი ნომერი ექიმი ირაკლი ფავლენიშვილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების წარდგენის ვადა დღეს 18 საათზე იწურება.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სიები 8 პარტიასა და 2 საარჩევნო ბლოკს აქვს შეტანილი.