შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით მორალური პასუხიმგებლობის საკითხი დგას.
სოზარ სუბარის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით ზაქარეიშვილის თქმით, ეს საკითხი არც განიხილება.
"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიებზე იყო საუბარი და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე საჭიროა მეტი კორექტირება. ამაზე ბევრი კითხვები ისმის. მე მგონია, რომ აქ არის გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
"ჩვენ ვთვლით, რომ სოზარ სუბარი საკმაოდ კარგად მართავს სიტუაციას. დღეს რომ არის მეტნაკლებად მოწესრიგებული სისტემა ციხეში, ბუნტები და პირის ამოკერვები არ არის, ეს არის მისი დამსახურება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მაღალი პრემიების ხარჯზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, დეპარტამენტში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, სახელმწიფოს მინისტრის თქმით, ეს თავად სოზარ სუბარის გადასაწყვეტია.