შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესებულა და ამაზე შსს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს.
,,ჩვენ წარმოვადგინეთ ანგარიში და ის სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ანგარიში საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს", - განცხადა იზორიამ.
საპარლამენტო უმცირსეობაში მიაჩნიათ, რომ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს სტატისტიკას მალავს.
მასალის გამოყენების პირობები