ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ყაზახურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვათ. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ყაზახეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა არასდროს შექმნიათ. ადმინისტრაცია მიესალმება ყაზახი ტურისტების ნაკადის ზრდას ქვეყანაში და მარკეტინგულ აქტივობებსაც ახორციელებს, მათ შორის აღსანიშნავია პრესს და გაცნობითი ტურების მასპინძლობა, „ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა და ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება. საქართველოსა და ყაზახეთს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა არსებობს.
სტატისტიკის მიხედვით, ყაზახი ვიზიტორების ინტერესი საქართველოს მიმართ განუხრელად იზრდება. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, ვიზიტორების მატების მაჩვენებელი 21 %-ს აჭარბებს"- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მასალის გამოყენების პირობები