გურამ შარაძის მკვლელობას გამოიძიებენ. საქმის წარმოება, უკვე მეორედ, მოკლულის შვილის რუსუდან შარაძის მოთხოვნით განახლდა.
მისი განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებებია და ის უკვე შეხვდა მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს.
საქმის ხელახალი გამოძიება მოწმე გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე განახლდა.
"შეხვდი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს და მივიღე პასუხი, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეზე ხელახალი ძიებაა დაწყებული. ფაქტია, რომ პროკურატურა მუშაობს. ისინი საქმეს იცნობენ. ეს აშკარად შევატყვე საუბარში, როგორც მთავარ პროკურორს, ისე მის მოადგილეს და ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
გურამ შარაძე მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 20 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.