პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კოლეგებს განუცხადა, დღეს პარლამენტი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ბრძანების საფუძველზე იკრიბება და რეგლამენტის 126 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოწვეული იქნა პარლამენტის პლენარული სხდომა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში როგორც წესი, პარლამენტი წყვეტს მუშაობას. ეს დრო დაიწყო, გუშინდელი დღით, ანუ 15 მაისიდან. ამიტომ საჭირო იყო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იყო საჭირო.
პარლემენტის პლენარულის სხდომის განმავლობაში გარკვეული კანონპროექტებთან დაკავშირებული კენჭისყრები ორჯერ ჩატარდება.