წლის ბოლომდე ქუთაისში 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ინვესტორი კომპანიის "ფრეშის" პარტნიორი კომპანიის "ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგის" ხელმძღვანელმა მიხეილ თიგიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის ფარგლებში ქუთაისში 6 თვის გამმავლობაში 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
"წლის ბოლომდე ქალაქში კიდევ 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. დანარჩენი 11 ქარხანა, რომელიც შესაბამისი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს, 2012 წლისთვის დასრულდება", _ განაცხადა მიხეილ თიგიშვილმა და აღნიშნა, რომ ქუთაისში აშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა ერთ თვეში პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.
მისივე თქმით, საყოფაცხოვრებო ტქნიკის ექსპორტი 52 ქვეყანაში მოხდება.