„ყირიმელი ხალხების" დეპორტაციის თარიღთან დაკავშირებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელისუფლებამ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მასობრივი ღონისძიებები ყირიმის ტერიტორიაზე აკრძალულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი მდგომარეობის გამო",_ ნათქვამია ყირიმის ე.წ. ხელისუფლების მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
ყირიმში 18 მაისს დეპორტაციის დღისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მიტინგის ჩატარება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ყირიმელი თათრები 1944 წელს სტალინის მიერ განხორციელებული დეპორტაციის დაწყებას აღნიშნავენ წელს ამ ტრაგედიიდან 70 წელი სრულდება.