ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ოპერატიული მონაცემებით, რუსული ჯარი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრიან ზონაში იმყოფება ლუგანსკის ოლქის მხრიდან სულ უფრო და უფრო უახლოვდება უკრაინის საზღვარს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ჯგუფის კოორდინატორის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.
„ჩვენი მონაცემებით, სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობამ მიიღო მზადყოფნის ბრძანება უკრანის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებაზე",_ აცხადებს ტიმჩუკი.