19 მაისს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ფონდი „ქართული გალობის" ყოველწლიური დაჯილდოების რიგით მეორე საზეიმო საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ქართული ტრადიციული კულტურის ღვაწლმოსილი მოამაგენი და გადაეცემათ მათ ფულადი ჯილდოები.
ფონდი „ქართული გალობა" დაფუძნდა 2012 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და ვანო ჩხარტიშვილის მხარდაჭერით. ფონდის საქმიანობის მიზანია ტრადიციული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარებისათვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.