17 მაისს, შაბათს, 18 საათზე „არტ ჰაუსი" და გამომცემლობა „არტანუჯი" ახალი გამოცემის - „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმის" პრეზენტაციას გამართავენ.
ღონისძიებას გაუძღვება და წიგნის შესახებ ისაუბრებს კონსტანტინე გამსახურდია.
„პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქმე" - ესაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 2011 წლის 24 თებერვალს მოიწონა საქართველოს პარლამენტმა და გადაუგზავნა მთავარ პროკურატურას.
მასალის გამოყენების პირობები