დონეცკის სამხრეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაცია ფინალურ ფაზაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. უკვე რამდენიმე დღეა კრამატორსკთან სროლა არ წყდება.
ანტიტერორისტული ოპერაციას მებრძოლები სროლებითა და ახალი მძევლების აყვანით პასუხობენ, თუმცა წუხელ ტერორისტებისაგან გაწმინდეს ანძის მიმდებარე ტერიტორია. ამასთან ერთად კრამატორსკთან ახლოს მოხდა შეტაკება მებრძოლებსა და უკრაინელ ძალოვნებს შორის. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორის არ არის.
ჯგუფ „საინფორმაცო წინააღმდეგობის" ინფორმაციით, ძალოვნებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფინალური სტადია დაიწყეს. მათივე თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში არიან ადამიანები საბრძოლო გამოცდილებით.