საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, რუსეთი არ აპირებს ნეგატიური პოზიციის დაკავებას საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს ისეთი შეთანხმება, რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს და რითაც უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
ნორლანდის განცხადებით, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოხდება და ეს იქნება ისტორიული მიღწევა, რომელიც ძალიან კარგია საქართველოსთვის.
"წუხილი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, არის ნამდვილად ვალიდური, მაგრამ, როგორც ვიცი, კარასინმა განუცხადა აბაშიძეს, რომ რუსეთი არ აპირებს ნეგატიური პოზიციის დაკავებას ხელმოწერასთან დაკავშირებით. ყველა იმედოვნებს, რომ ასე იქნება. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი - საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს ისეთი ასოციაცია, ისეთი შეთანხმება, რომელსაც აუცილებლად თვლის და რითაც უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს გადაწყვეტილებას და მხარს ვუჭერთ", - განაცხადა ნორლანდმა.