ვარკეთილში წუხელ გვიან ღამე 27 წლის ქალი მოკლეს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძმასთან ერთად იყო, ყოფილმა მეუღლემ იარაღით სამჯერ ესროლა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.