დღეს, 23 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. მინისტრები ჟურნალისტებს გააცნობენ მათ მიერ შემუშავებულ ერთობლივ პროგრამას.
პროგრამის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და კულტურის სამინისტრო უცხოეთში არსებულ ქართულ ანსამბლებს, საჭირო აღჭურვილობით მოამარაგებს, ანუ შეიკერება ქართული, ნაციონალური ჩოხები, კაბები და ანსამბლების წევრთათვის სხვა საჭირო ატრიბუტიკა. ყოველივე გადაეცემა იმ ანსამბლებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.