იმას, რაც ვერ ან არ გამოიძია საქართველოს პროკურატურამ, გამოიძიებს სკოტლანდ იარდი! გაზეთი "პრემიერი" "სახალხო ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოლენების შესახებ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის, მამუკა ჯინჭარაძის ოჯახი თავისი ქონებისა და `სახალხო ბანკის~ დაბრუნების სხვა გზას ვერ ხედავს და სკოტლანდ იარდს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სკოტლანდ იარდი ასევე შეიძლება დაინტერესდეს იმ მილიონებით, რომელიც თავის დროზე გაქრა და რომლის გაქრობას ლადო გურგენიძის სახელს უკავშირებდნენ. "მაშინ, საპარლამენტო არჩევნების წინ გამქრალი თანხა საკმაოდ სოლიდური, არც მეტი, არც ნაკლები, 500 მილიონი იყო! ეს იყო მსხვილი საფინანსო აფერა, რომელიც თავის დროზე გამოვლინდა კიდეც, მაგრამ არც გამოვლინდა", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ეს იყო საფინანსო აფერა, რომელსაც ორი სათაური და ორი მისამართი ჰქონდა.
"რატომ სკოტლანდ იარდი? რატომ გადადის საქმე `მაშასადამე ევროპიდან~ ევროპის ცენტრში? რა ვერ გაარკვიეს და რა ვერ დაადგინეს `სამართლიანობის აღდგენის~ მოყვარულებმა? რა შუაშია `სახალხო ბანკი~ (ამჟამად `ლიბერთი ბანკი~) და ევროპის გული? ეს არის კითხვები, რომლებსაც, წესით, ჟურნალისტები კი არა, სამართალდამცველები უნდა პასუხობდნენ, მაგრამ ახლა წინასაარჩევნო მარათონია და სამართლიანი პასუხებისთვის სამართალს არ სცალია, ცოტა უფრო ადრეც არჩევნები იყო და მაშინ სამართალი წინასაარჩევნოდ `ფართხალებდა~ რაც არჩევნების შემდეგ `ძიგძიგში~ გადაიზარდა და დროსა და ვითარების შესაბამისად გაშეშდა...", - ნათქვამია გაზეთი "პრემიერში" გამოქვეყნებულ სტატიაში.