პარლამენტში "ნდობის ჯგუფი" ახალი წესით ფორმირდება, რის შესახებაც ინფორმაცია პარლამეტის პლენარულ სხდომაზე ცნობად იქნა წარდგენილი.
"ნდობის ჯგუფის" შეამდეგნლობა პარლამენტს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა წარუდგინა.
5-წევრიან "ნდობის ჯგუფში" თავისი თანამდებობით შევიდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ჯგუფს უხელმძღვანელებს. უმრავლესობიდან ამ ჯგუფში დავით საგანელიძე იქნება, "მაჟორიტარებმა" საკუთარი კვოტით ზვიად ძიძიგური წარადგინეს, უმცირესობამ - გივი თარგამაძე, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მხრიდან კახა ოქრიაშვილი.
აღნიშნულ ცვლილებამდე მოქმედი წესის გათვალისწინებით, "ნდობის ჯგუფის" შემადგენლობის დასამტკიცებლად პერსონული კენჭისყრა იყო საჭირო. აღნიშნული წესის შეცვლა გივი თარგამაძის ფაქტორმა განაპირობა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შერჩეული ამ კონკრეტული კანდიდატურის მხარდაჭერა არ სურდა.